ტაივანი - ჩინეთი

ტაივანი: ჩინეთის "ერთი ქვეყნის, ორი სისტემის მოდელს", რაც ტაივანს ამცირებს, არ მივიღებთ

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჩინეთის წნეხის გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტაივანი შეხვედრაზე არ დაუშვა, ტაივანმა განაცხადა, რომ გლობალურ ორგანიზაციებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად იმუშავებს. 

ჩინეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა, აღნიშნა, რომ ტაივანი მზადაა მშვიდობისთვის, დიალოგისა და თანასწორობისთვის, თუმცა ტაივანი ჩინეთის "ერთი ქვეყნის, ორი სისტემის" მოდელს, რაც ტაივანს "ამცირებს", არ მიიღებს. 

აშშ-ს, ბრიტრანეთის, გერმანიის, ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის და სხვა არაერთი სახელმწიფოს მცდელობის მიუხედავად, ტაივანმა მსოფლიო ჯანმრთელობის ასამბლეაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ტაივანი თვლის, რომ პანდემიის მიმდინარეობისას, ჯანმო-ს შეხვედრებში მონაწილეობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩინეთის წნეხის გამო, ტაივანს არაერთი საერთაშორისო ორგანოში ბლოკავენ, რადგან ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად მიიჩნევს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჭაო ლიძიანგის განცხადებით, ტაივანის ჯანმო-ს შეხვედრებში არმონაწილეობის მიზეზი არის ის, რომ მმართველი დემოკრატიულ პროგრესული პარტია უარს აცხადებს კუნძულის ჩინეთის ნაწილად აღიარებაზე.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართა, სადაც ცაი ინგ-ვენმა გაიმარჯვა, რომელიც პროპეკინელ კანდიდატს დაუპირისპირდა. ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს ნახევარ წელზე მეტია ძალადობრივად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში 1997 წლიდან არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. პარალელურად ჩინეთი საჭიროების შემთვევაში კუნძულის ასაღებად ასევე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ცაი ინგ-ვენის მეორე ინაუგურაცია, ხვალ, 20 მაისს გაიმართება. ინგ-ვენი აცხადებს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას ოფიციალური სახელით, ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებს. 

შეგახსენებთ, რომ 2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ტაივანს უფლებას აძლევდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური გომინდანის მმართველობა შეიცვალა და პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა.

ტაივანმა აპრილში 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-სთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ტაივანი ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არც ჩინეთის და არც ჯანმო-ს ინფრომაციას ენდო და 31 დეკმებრს ვუხანიდან ჩამომსვლელების სკრინინგი დაიწყო. ჯანმო-ს უგულვებელყოფის მიუხედავად, ტაივანი ახალი კორონავირუსის მართვაში ლიდერია.

გასულ თვეს აშშ-მა ჯანმო-ს დაფინასნება შეუწყვიტა. 19 მაისს ტრამპმა WHO-ს დირექტორს წერილი მისწერა და დაფინანსების სამუდამოდ შეჩერებით დაემუქრა.

ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები