აშშ-კანადა

ტრუდო: აშშ და კანადა არააუცილებელი მოგზაურობის აკრძალვას 30 დღით გაახანგრძლივებს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო, კანადა და აშშ ორ ქვეყანას შორის არააუცილებელი მოგზაურობის აკრძალვის 30 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა.

ტრუდომ აღნიშნული განცხადება დღეს, 19 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა.

"ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მან.

მარტიდან დაწესებული შეზღუდვა 19 აპრილიდან 21 მაისამდე ერთხელ უკვე გაახანგრძლივეს.

დღეს, 19 მაისს, ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ კორონავირუსის გამო შემოღებულ სასაზღვრო შეზღუდვებს გაახანგრძლივებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები