აშშ-ის სანქციები

აშშ-მა ირანულ ავიახაზებთან დაკავშირებულ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
ფოტო: Al-Monitor

აშშ-ის სახაზინოს დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიას Shanghai Saint Logistics Limited, რომლიც ირანულ კომპანიასთან Mahan Air არის დაკავშირებული. 2011 წელს ვაშინგტონმა ირანულ ავიაკომპანიას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის ყუდსის დანაყოფის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. 

"ჩინეთი ერთერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც Mahan Air-ს კვლავ მიესალმებიან, ავიახაზებს, რომელსაც ირანის შეიარაღებისა და ტერორისტების გადასაყვანად იყენებენ," - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

სანქციებით კომპანიას Shanghai Saint Logistics Limited აშშ-ში ყველა აქტივს გაუყინავენ. ამერიკელებს ამ კომპანიასთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

"ნებისმიერს, ვისაც Mahan Air-თან ბიზნესი აქვს, სანქციები ემუქრება," - აღნიშნა პომპეომ.

დეპარტამენტი წერს, რომ ჩინური კომპანია ირანული ავიახაზების გენერალური გაყიდვების აგენტად მოქმედებდა და მას ადმინისტრაციული სერვისებით ამარაგებდა. ეს მეშვიდე კომპანიაა, რომელსაც აშშ-მა ირანული ავიახაზების Mahan Air აგენტობისთვის სანქციები დაუწესა. 

Mahan Air ირანსა და ვენესუელას შორის ჩარტერულ რეისებს ასრულებს. სახაზინოს მიხედვით, ავიაკომპანია მადუროს ოქროს სანაცვლოდ ნავთობის ინდუსტრიისთვის ირანის ტექნიკოსებითა და აღჭურვილობის მიწოდებით ეხმარება.

"ეს სქემა მხარს უჭერს მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მცდელობებს აღდგეს მისი ენერგიის წარმოება, რომლიც მისი კორუფციისა და არასწორი მართვის შედეგად წარმოიქმნა," - ნათქვამია ხაზინა განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები