კორონავირუსი საქართველოში

გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 ადამიანი დააჯარიმეს

CNN

გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სულ 67-მა მოქალაქემ დაარღვია. 

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 6 ადამიანი დააჯარიმეს, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კი - 2. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი
ზომები. 

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება.

კომენტარები