თბილისის მერია

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის მერია 4.6 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერია

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 670 999 ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, 20 მაისს გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

"საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც დაახლოებით ორ კილომეტრს შეადგენს“, - ამბობს თბილისის მერი.

მისი თქმით, რეაბილიტაცია ჩუატარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. პროექტის მიხედვით იგეგმება აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ მოქცევა. სრულად ჩაუტარდება რეაბილიტაცია გარე განათების ქსელსაც.

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანია „ენ სი სი“ განახორციელებს.

გარდა ამისა, მერია ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციასაც დაიწყებს, სადაც იგეგმება, შეიცვალოს ასფლატის საფარი, ტროტუარები მოპირკეთდეს ქვის ფილებით, მიწის ქვეშ განთავსდეს ელექტროსადენები და დამონტაჟდეს განახლებული განათების სისტემა.

ბარათაშვილის ქუჩის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო
სამსახური განახორციელებს.

კომენტარები