მადონა კიპაროიძე

"მომეცით სიცოცხლის უფლება!" - ტრანსგენდერმა ქალმა, რომელმაც თავის დაწვა სცადა, კლინიკა დატოვა

მადონა კიპაროიძე
რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე, რომელმაც 30 აპრილს პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, საავადმყოფო დატოვა.

მან ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა - ტრანსგენდერ ქალებს ახალი კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით მძიმე პრობლემები შეუქმნა - ისინი უსახლკარობის და შიმშილის პირამდე მივიდნენ. ტრანსგენდერი ადამიანები მთავრობის დახმარების გეგმის ვერც ერთ პუნქტში ვერ მოხვდნენ.

მადონამ კლინიკის დატოვების შემდეგ ფეისბუქზე დაწერა:

"საავადმყოფოში გატარებულმა დრომ ძალიან კარგად დამანახა ყველა ის გამოწვევა, რის გამოც მე ის ნაბიჯი გადავდგი, რაც გადავდგი.

კითხვაზე, ვწუხვარ თუ არა, გიპასუხებთ, რომ არა! არა და კიდევ არა, რადგან, დაე, ვიყო პირველი, ვინც თამამად ისაუბრებს პრობლემებზე.

პრობლემები კი ბევრია: ჩვენ არ გვაქვს საშუალება მივიღოთ, თუნდაც 12 კლაისის განათლება, არადა ძალიან მინდა (ამ ეტაპზე იქნებ შევძლო). ჩვენ არ გვაქვს გადაადგილების უსაფრთხო გარემო.

ჩვენ არ შეგვიძლია, ვიმუშაობთ ჩვენი გენდერის აღირებით!

ჩვენ არ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, დაცინვის და ჩწიხვლის გარეშე.

ჩვენ არ გვაქვს ოჯახის უფლება! ჩვენ არ გვაქვს სამეზობლოს უფლება! და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ მოქალაქეები.

ჩვენ არ გვაქვს სიცოცხლის უფლება, დიახ არ გვაქვს, ძალიან ბევრი ადამიანის გადმოსახედიდან!

ჩემმა მაგალითმა პირადად დამანახა, რომ მხოლოდ პირად მეგობრობაზე გადის თავისუფლება.

მადლობა ყველა მეგობარს და ყველა იმ ადმიანს, რომლის გაცნობის პატივიც ამ ბოლო 20 დღის განმავლობაში მერგო! მე ღრმად წამს, რომ დადგება დღე, როცა მე და ჩემი თემის წევრები ქუჩაში გამოვალთ და არავინ არ მიუთითებს ჩვენზე. მანამდე კი გეტყვით ერთს: მე თქვენი ნაწილი ვარ, ის ნაწილი, რომელიც მოგწონთ თუ არა მაინც თქვენია!. მე თქვენი ბედნიერების და სიხარულის თანამოზიარე ვარ. მე თქვენი ტკივილი და იმედგაცრუება ვარ, მე ტრანსგენდერი ქალი ვარ! ისევე, როგორც თქვენ ხართ თქვენი იდენტობის ნაწილი! გთხოვთ, მომეცით სიცოცხლის უფლება! უფლება, ვიყო ბედნიერი, თავისუფალი!".

კომენტარები