ადამ სენდლერი და ლებრონ ჯეიმსი

ადამ სენდლერი და ლებრონ ჯეიმსი ახალ სპორტულ ფილმზე იმუშავებენ

Yahoo

სტრიმინგ სერვისი Netflix ახალ პროექტს Hustle იწყებს.

მომავალი სპორტული დრამის პროდიუსერი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი იქნება, მთავარ როლს კი კომიკოსი ადამ სენდლერი შეასრულებს.

სიუჟეტის ცენტრში კალათბურთის სკაუტია, რომელიც NBA-დან გაათავისუფლეს. მთავარი გმირი ევროპაში ნიჭიერ კალათბურთელს პოულობს და მისი მეშვეობით დიდ თამაშში დაბრუნებას გეგმავს.

პროექტი თავდაპირველად სტუდიას Legendary ეკუთვნოდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ უფლებები სტრიმინგ სერვისს მიყიდა. 

კომენტარები