ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 25 მაისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 21 მაისს, საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. 

გარემოს ეროვნული სააგანტოს მიერ გავცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

კომენტარები