კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი შემოვიდა - სომხეთის მოქალაქე დედა-შვილი

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში საკარანტინე სივრციდან კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი - სომხეთის მოქალაქე დედა-შვილი შეიყვანეს.  

მისივე ინფორმაციით, ბოქსირებულ სექტორში 51 პაციენტი მკურნალობს. მათგან კორონავირუსი 41-ს აქვს დადასტურებული. 24 საათის განმავლობაში კლინიკაში კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს მხოლოდ ერთი პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 4 პაციენტი რჩება საყურადღებო. 18-წლამდე ასაკის პაციენტებიდან 12 ბავშვი გვყავს დადასტურებული. 4 პირი ელოდება კვლევაში ჩართვას. ერთი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე რეანიმაციაში", - თქვა სოლოღაშვილმა.  

სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის გართულებული ფორმა არცერთ ბავშვს არ ჰქონია და, მისივე თქმით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები