შეზღუდვების მოხსნა

გახარია: 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კომენდანტის საათიც მოიხსნება

საქართველოს მთავრობა

23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად კომენდანტის საათიც მოიხსნება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დრეს მსოფლიოში დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენი პასუხიმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა - სოციალური დისტანცირების, პირბადის და სხვა წესების, რომელსაც ჯანდაცვის ორგანოები გვიყენებენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.", - თქვა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში მაინც საჭირო იქნება.

"ეს ის შეზღუდვებია, რომელიც აუცილებელია, იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ჩვენი ეკონომიკა", - ამბობს გახარია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იყო გამოცხადებული.

კომენტარები