ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი

ბილ და მელინდა გეიტსებმა საკუთარი ფონდისთვის გასულ წელს $519 მილიონი გაიღეს

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ბილ და მელინდა გეიტსებმა თავიანთი სახელობის ფონდის საქმიანობისთვის 2019 წელს 519 მილიონი აშშ დოლარი გაიღეს.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის ფინანსური დოკუმენტების თანახმად, ფონდის აქტივების ოდენობა 49.8 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

გეიტსების საქველმოქმედო ფონდი მსოფლიოში ყველაზე მსხვილია და მისი საქმიანობისთვის ოჯახმა უკვე 36 მილიარდი დოლარი გაიღო. გარდა ამისა, ბილ გეიტსმა ფონდს რამდენიმე მილიარდის ღირებულების Microsoft-ის აქციების შეწირა.

ბილ და მელინდა გეიტსები გეგმავენ, სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი ქონების 95% ქველმოქმედებისთვის გაიღონ. გეიტსის ქონების ღირებულება ამ დროისათვის 105 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები