კორონავირუსი საქართველოში

მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა და კომპენსაციას იღებს, სესხი 3 თვით გადაუვადდებათ

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც კორონავირუსის კრიზის ფონზე სამსახური დაკარგა და მთავრობა თავისი ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, საბანკო სესხის გადასახადი კიდევ 3 თვით, ავტომატურად გადაუვადდებათ. 

გახარიას თქმით, ასევე მოქალაქეებს, რომელსაც შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ საბანკო კრედიტი, შეუძლიათ თავიანთი სურვილით მიმართონ ბანკს და მათაც გადაუვადდებათ სესხი. მისივე თქმით, სესხების გადავადება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება. 

კომენტარები