შოთა არველაძე

შოთა არველაძე: რუსეთის ნაკრებში ისევ არ ვიმუშავებდი, ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია

0 კომენტარი
შოთა არველაძე

საფეხბურთო კლუბ "ფახთაქორის" მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, რუსულ გამოცემა Sports.ru-ს განუცხადა, რომ რუსეთის ნაკრებში არ იმუშავებდა - ამის შესახებ ინფორმაციას Adjarasport ავრცელებს.

ჟურნალისტმა შოთა არველაძეს ჰკითხა, 2008 წელს რუსეთის ნაკრებში პირველი ასისტენტის პოზიციაზე ნათქვამი უარის შემდეგ, თუ შეიცვალა მისი პოზიცია.

"რუსეთის ნაკრებში მუშაობა? არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია. 2008 წლის აგვისტოში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, რა საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში, რისი დავიწყებაც ძნელია. რუსულ კლუბში მუშაობა სხვა საკითხია, მაგრამ ნაკრებში სულ კიდევ სხვა. არ მინდა ჩემი პოლიტიკური გრძნობები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ ის მოგონებები, რაც 2008 წლის ომიდან მაქვს, ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებით არჩევნის გაკეთებაში", - უპასუხა შოთა არველაძემ.

შოთა არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატანილი 26 გოლით ყველა დროის ბომბარდირია. სხვადასხვა დროს ის თამაშობდა კლუბებში "დინამო", "ტრაბზონსფორი", "აიაქსი", "რეინჯერსი" და "ალკმაარი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები