სტივენ სოდერბერგი

სტივენ სოდერბერგი ფილმის SEX, LIES AND VIDEOTAPE სიქველის გადაღებას გეგმავს

Collider

ამერიკელი რეჟისორი სტივენ სოდერბერგი ფილმის Sex, Lies and Videotape გაგრძელების გადაღებას გეგმავს.

თვითიზოლაციაში ყოფნისას სოდერბერგმა სიქველის სცენარი დაწერა.

"სცენარზე სამუშაოდ ასეთი კარგი გარემო 1985 წლიდან არ მქონია. როდესაც ნიუ-იორკში კარანტინი გამოცხადდა, რომ არ გავგიჟებულიყავი გადავწყვიტე წერა დამეწყო. ექვსი კვირის განმავლობაში სამი სცენარი დავწერე. ერთ-ერთი მათგანი Sex, Lies and Videotape-ის გაგრძელებაა."

ორიგინალი ფილმი 1989 წელს გამოვიდა. სოდერბერგის პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი დამოუკიდებელი ამერიკული კინოს შედევრად ითვლება.

კომენტარები