ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა კურსმა 3.1915 ლარი შეადგინა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინტერვენციის მიზანი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შემცირება და მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე უარყოფითი ეფექტის დაძლევა. 

მიმდინარე წელს ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვების გაყიდვა გადაწყვიტა. სულ მიმდინარე წელს ბანკმა 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები