ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანმა ფეხი მოიტეხა

Metro

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ნიკოლ კიდმანმა სირბილის დროს ფეხი მოიტეხა. ინფორმაციას მსახიობის ქმარი, ავსტრალიელი მომღერალი კიტ ურბანი ავრცელებს.

ინციდენტი ხუთი კვირის წინ მოხდა. კიდმანი სახლთან ახლოს დარბოდა, გზაზე ბორცვი ვერ შეამჩნია, ფეხი გადაუტრიალდა და წაიქცა. ექიმმა მსახიობს მცირე მოტეხილობა დაუდგინა. ურბანის თქმით, კიდმანი ტრავმას მარტივად უმკლავდება.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=270&v=J-9ghhu6bh8&feature=emb_logo]

კომენტარები