თანოსი

თანოსი ყველაზე პოპულარული კინობოროტმოქმედი გახდა

GNSP

საიტმა The Villain Index კვლევა ჩაატარა და ყველა დროის პოპულარული კინობოროტმოქმედი გამოავლინა. პირველი ადგილი შურისმაძიებლების პერსონაჟმა თანოსმა დაიკავა.

მკვლევარებმა 50 პერსონაჟის სია სამი პარამეტრის გათვალისწინებით შეადგინეს: ფილმის რეიტინგი ბოროტმოქმედის მონაწილეობით, საძიებო სისტემაში Google პერსონაჟის ძებნის სიხშირე, ვიკიპედიაზე ბოროტმოქმედის გვერდზე შესვლის სიხშირე.

მეორე ადგილი ვარსკვლავური ომების ბოროტმოქმედმა დარტ ვეიდერმა დაიკავა. 2018 წელს ანალოგიურ კვლევაში იგი პირველ ადგილზე გავიდა.

ყველაზე პოპულარული ბოროტმოქმედების ათეული კი ასე გამოიყურება:

თანოსი - შურისმაძიებლები

დარტ ვეიდერი - ვარსკვლავური ომები

ჯოკერი - ბნელი რაინდი

ვოლდემორი - ჰარი პოტერი

კაილო რენი - ვარსკვლავური ომები

ჰანიბალ ლექტერი - კრავთა დუმილი

ტერმინატორი - ტერმინატორი

პალპატინი - ვარსკვლავური ომები

უცხო - უცხო

ლორდი ფარკაუდი - შრეკი

ბოროტმოქმედების სრული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

კომენტარები