ესპანეთში 16 მარტის შემდეგ, Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე ცოტა შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 48 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 16 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსის 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯამურად პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე, კორონავირუსით ესპანეთში 27,940 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამურად გამოვლენილია 233,037 შემთხვევა. 

21 მაისიდან ესპანეთში დამცავი სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებულოა დახურულ შენობებში და ქუჩებში იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება 2-3 მეტრიანი დისტანციის დაცვა. ესპანეთის მთავრობა, სამედიცინო ნიღბების ტარების რეკომენდაციას იძლევა 5-დან 9 წლამდე ბავშვებისთვისაც

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საერთო შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა 329,816 პაციენტი.

კომენტარები