Facebook

Facebook თანამშრომლების ნახევარს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანს

Facebook

Facebook-მა უკვე დაიწყო იმ თანამშრომლების დაქირავება, რომლებიც პანდემიის დასრულების შემდეგად მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.

კომპანია გეგმავს უკვე მიმდინარე წელს მოახდინოს შტატის იმგვარად ფორმირება, რომ თანამშრომლების 50%-მა მუშაობა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ. Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის თქმით, კომპანიის თანამშრომლების 40%-მა უკვე გამოთქვა დისტნაციურად მუშაობის სურვილი. 

პირველ ეტაპზე კომპანია დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაიქირავებს, რომელთა ქალაქებშიც კომპანიას ოფისები არ გააჩნია. საუბარია ძირითადად უფროსი ინჟინერების ვაკანსიაზე. რაც შეეხება უკვე არსებულ თანამშრომლებს, პანდემიის შემდეგ მუშაობის დისტანციურად გაგრძელება მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ კი მათი პროდუქტიულობა მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული. 

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს Facebook თანამშრომლების დიდ ნაწილს ოფისებში არ დააბრუნებს, მათ შორის არც პანდემიის დასრულების შემდეგ. პანდემიის პერიოდში იგივე გადაწყვეტილება მიიღო Google-მა და Microsoft-მაც. 

იგივე გადაწყვეტილება მიიღო Twitter-მაც. პანდემიის ფონზე მსგავს ზომებს სულ უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია მიმართავს. 

კომენტარები