შეზღუდვები

მანქანაში 3 ადამიანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება

საქართველოს მთავრობა

მანქანაში 3 ადამიანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქზებზე გავრცელდება, ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

"ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ მანქანაში სამი ადამიანის შეზღუდვა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს", - თქვა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.

"ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები", - თქვა გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ხვალიდან, 23 მაისიდან უქმდება, ასევე იხსნება კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ერთ მანქანაში მხოლოდ სამი ადამიანის მოთავსება იყო დასაშვები და აკრძალული იყო მძღოლის გვერდით ჯდომა.

კომენტარები