renault

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: Renault შეიძლება გაქრეს

0 კომენტარი

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის თქმით, ფრანგული ავტომწარმოებელი Renault "შეიძლება გაქრეს", თუ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შესარბილებლად დახმარებას ვერ მოიზიდავს.

ბრუნო ლე მერის თანახმად, კომპანიას ახალ სიტუაციასთან ადაპტაცია დასჭირდება.

როგორც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, Renault-მ საფრანგეთში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეინარჩუნოს, ამავდროულად კი კონკურენტუნარიანიც დარჩეს.

"დიახ, Renault შეიძლება გაქრეს", - უთხრა ლე მერმა ფრანგულ რადიოს.

ამისდა მიუხედავად, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საფრანგეთის მთავრობა ნდობას უცხადებს ავტომწარმოებლის დირექტორსა და მის სტრატეგიას.

საფრანგეთის მთავრობა Renault-ს აქციების 15.01%-იან წილს ფლობს. თითქმის ამდენივეს ფლობს იაპონური Nissan-იც.

ბრუნო ლე მერის თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიისთვის 5 მილიარდი ევროს სამთავრობო სესხზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები