სასტუმროები და რესტორნები

Silk Road ჯგუფი ღია სივრცეებს 8 ივნისიდან, სასტუმროებს 15 ივნისიდან ხსნის

Silk Road ჯგუფი და მისი დაქვემდებარებული კომპანია Silk Hospitality ივნისიდან ორ ეტაპად გახსნიან იმ რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს, რომლებსაც მართავენ.

პირველ ეტაპზე, 8 ივნისს, გაიხსნება ღია სივრცეები - ივერია ტერასა, კაფე ივერია რესპუბლიკის მოედანზე, რესტორანი რესპუბლიკა ტერასა და რესპუბლიკა 24. წინანდალში გაიხსნება მამულის ბაღი და რესტორანი თავადი ალექსანდრე. ბათუმში გაიხსნება ივერია ბიჩი.

ერთი კვირის შემდეგ, მეორე ეტაპზე, თბილისში ამოქმედდება სასტუმრო Radisson Blue Iveria ღია და დახურული აუზების ჩათვლით. ამასთან, სრული დატვირთვით ამოქმედდება წინანდლის მამული და სასტუმროები Radisson Collection და Park Hotel. გაიხსნება ბათუმის Radisson Blue-ც აუზისა და რესტორნის ჩათვლით.

22 ივნისს თბილისში გაიხსნება რესტორნები უმამი და ფილინი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ობიექტებში გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაცია, თანამშრომლებმა კი საგანგებო ტრეინინგი გაიარეს.

კომენტარები