ჯარიმების ჩამოწერა

ევ. საქართველო საგანგებო ზომების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს

0 კომენტარი

ევროპული საქართველო საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს - მთლიანობაში, კომენდანტის საათის და საგანგებოს ზომების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა 18 მილიონ ლარს აღემატება.

პარტიის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, კარგია, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად აბსურდული შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი და მანქანაში მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი მოიხსნა, თუმცა, ეს დაგვიანებით მოხდა. კაპანაძის შეფასებით, ამ შეზღუდვებს დადებითი ეფექტი არ ჰქონია, უარყოფითი შედეგი კი - არაერთი.

"ძალიან დიდი პრობლემა იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ის ჯარიმები რომლებიც დაწესდა. 4000-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევისთვის და 1 700-ზე მეტი მანქანაში შეზღუდვების დარღვევისთვის. ჯამში, თანხები, რომლებიც ჯარიმების სახით მთავრობამ მოსახლეობას დააწერა, 18 მილიონ ლარს აღემატება.

საკმაოდ დიდი ჯარიმებია, ჩვენს მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ. ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას, ეს ჯარიმები ჩამოაწეროს და ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს ზედმეტ ტვირთად არ დააკისროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეკონომიკამ ამოისუნთქოს და რაღაც ნაბიჯებით წავიდეს წინ", - ამბობს სერგი კაპანაძე.

დღეის, 22 მაისის, შემდეგ 21 მარტიდან ამოქმედებული საგანგებო მდგომარეობა სრულდება, უქმდება კომენდანტის საათიც.

თუმცა, კომენდანტის საათი 22 მაისს, 21:00-დან 00:00-მდე, 3 საათით მაინც იმოქმედებს.

23 მაისიდან იხსნება მანქანაში 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის შეზღუდვა, გარდა ტაქსისა.

არ არის ცნობილი, როდის გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჯერჯერობით დახურული რჩება კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, სპორტული დარბაზები, ტანსაცმლის მაღაზიები.

ჩაკეტილი დარჩება ბოლნისის 2 სოფელი - მუშევანი და გეტა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები