ძალადობა

კაცს, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილ ბებიას რამდენჯერმე სცემა, 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბებიაზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ნ.ს-ს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ თბილისში, 2019 წლის 1 იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას - ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა" - აცხადებს პროკურატურა.

ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა"  ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ - ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ - ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები