ჭავჭავაძის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 მაისიდან 15 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მე-5 ეტაპის დაწყების გამო, 25 მაისიდან 15 ივნისამდე მოძრაობა შეიზღუდება. 

მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება. 

"ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის", - წერია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები