ლანა დელ რეი

ლანა დელ რეი რასიზმში დაადანაშაულეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ახლო წარსულში ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ სოციალურ ქსელში დიდი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დღევანდელ მუსიკალურ ტენდენციებზე ისაუბრა და ასევე ძველ ბრალდებებს გამოეხმაურა, მუსიკოსი წარსულში არაერთხელ ანტი-ფემინისტური იმიჯის პოპულარიზაციაში დაადანაშაულეს.

პოსტში დელ რეიმ აღნიშნა, რომ არაერთი ქალი მომღერალი მათ შორის ნიკი მინაჟი, ბეიონსე, ქარდი ბი სცენაზე ნახევრად შიშვლები გამოდიან და მიუხედავად ამისა მათ მიმართ ანტი-ფემინისტური ბრალდება არავის წაუყენებია.

მომღერლის პოსტი მსმენელების ნაწილმა რასისტულად მიიჩნია, იქიდან გამომდინარე რომ შემსრულებლების ჩამონათვალში მხოლოდ შავკანიანი მუსიკოსები იყვნენ ნახსენები.

ახალ ბრალდებას დელ რეი მალევე გამოეხმაურა:

"არასდროს, არასდროს, არასდროს მიწოდოთ რასისტი. ნუ ცდილობთ ის დაამახინჯოთ რისი თქმაც მსურდა, თუ რასისტი გგონივართ თქვენი პრობლემაა. საერთოდ სხვა თემაზე ვსაუბრობდი."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები