Chromatica

ლედი გაგამ და არიანა გრანდემ სიმღერა RAIN ON ME გამოუშვეს - ვიდეო

ლედი გაგამ და არიანე გრანდემ ახალი საერთო სიმღერა "Rain on Me" გამოუშვეს.

არტისტებმა კოლაბორაცია დამეგობრების შემდეგ გადაწყვიტეს, რაც, ლედი გაგას თქმით, არიანა გრანდეს დამსახურებაა.

"ის ძალიან შეუდრეკელი იყო. სულ ცდილობდა, რომ ჩემთან ემეგობრა. მე ძალიან მრცხვენოდა მასთან ერთად გართობის, რადგან არ მსურდა, მთელი ნეგატივი იქითკენ მიმემართა, რაც ასეთი მშვენიერია", - თქვა ლედი გაგამ.

ეს უკვე მეორე სიმღერაა ლედი გაგას მომავალი ალბომიდან "Chromatica". ალბომი 10 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა.

კომენტარები