შსს

შსს: ჩოხატაურის საზოგადოებრივ ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

Facebook/ Lasha Khapava

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურდეს. 

შსს-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ჩამსხვრეულია მინები და განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. შსს-ის ცნობით, საქმეზე დაწყებულია ინტენსიური გამოძიება. 

კომენტარები