პაბლო პიკასო

იტალიელმა ქალმა ლატარიაში პაბლო პიკასოს $1.6 მილიონიანი ნახატი მოიგო

0 კომენტარი
პაბლო პიკასოს ნახატი.

58 წლის იტალიელმა ქალმა, კლაუდია ბორონიომ, ლატარიაში 1.67 მილიონი დოლარის ღირებულების პაბლო პიკასოს ნახატი მოიგო.

"ეს გასაოცარია. აქამდე არასდროს არაფერი მომიგია", - თქვა ქალმა.

ბილეთები კლაუდია ბორონიოს შვილმა ახალი წლისთვის იყიდა. მან ერთი თავისთვის დაიტოვა, ერთი კი დედას გაუგზავნა.

"ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია", - თქვა მან.

საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბილეთები მსოფლიოს 100 ქვეყანაში გაყიდა და ამით 8.5 მილიონი დოლარი შეაგროვა. 1.5 მილიონი დოლარი მათ მონაკოში მცხოვრებ მილიარდერ კოლექციონერს, დევიდ ნამადს უნდა გადაურიცხონ, რადგან ნახატის მფლობელი ის იყო.

ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი პაბლო პიკასომ 1912 წელს დახატა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები