დონალდ ტრამპი

პანდემიის დაწყების შემდეგ ტრამპი გოლფის სათამაშოდ პირველად წავიდა

დონალდ ტრამპი
USAtoday

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად წავიდა საყვარელი სპორტის, გოლფის სათამაშოდ.

ტრამპი ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე თავისივე გოლფის კლუბს ეწვია, სადაც თეთრი კეპითა და თეთრი პოლოს მაისურით შენიშნეს.

დონალდ ტრამპს გოლფი 8 მარტის შემდეგ აღარ უთამაშია, როცა ის ფლორიდაში, პალმ ბიჩზე ეწვია საკუთარ გოლფის კლუბს. სწორედ მაშინ შეხვდა ტრამპი ბრაზილიის პრეზიდენტს, რომლის პრესმდივანს მალევე ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად თეთრი სახლის თანამშრომლებს კარანტინში მოუწიათ ყოფნა, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, დებორა ბირქსმა, ამერიკელებს რამდენიმე დღის წინ მოუწოდა, რომ კვირის ბოლოს გარეთ ყოფილიყვნენ, ეთამაშათ გოლფი, ჩოგბურთი მონიშნული ბურთებით, წასულიყვნენ პლაჟებზე, მაგრამ დაეცვათ ორმეტრიანი დისტანცია.

კომენტარები