კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 13 ადამიანი

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 730. 

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და 522 გახდა. 

"ორი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და მეორე საკარანტინო სივრციდან არის", - ამბობს ეზუგბაია და აღნიშნავს, რომ დღეისთვის კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს.  

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტი რჩება. 3 ადამიანის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.   

"კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით ჯერ არ გვაქვს გაუმჯობესება. განსაკუთრებით ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული და ასაკოვანი. აქედან გამომდინარე, ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა სტაბილური მდგომარეობაა", - ამბობს მარინა ეზუგბაია. 

კომენტარები