კორონავირუსი ირანში

ირანში COVID 19-ისგან 107 წლის ქალი განიკურნა

ირანში ახალი კორონავირუსისგან 107 წლის ქალი განიკურნა. ამის შესახებ Reuters იუწყება ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

107 წლის სალტანატ აკბარი ქალაქ ყანსარის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გარკვეული დრო იზოლაციაში დაყჰო.

ირანული მედიის თანახმად, მან ვირუსი "საავადმყოფოს ექიმებისა და ექთნების დახმარებით დაამარცხა".

ირანში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 133 500-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 7 359 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 104 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები