ნაომი ოსაკა

22 წლის ნაომი ოსაკა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გახდა

Forbes.com

22 წლის იაპონელი ჩოგბურთელი, ნაომი ოსაკა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი გახდა - ამის შესახებ ჟურნალი Forbes წერს.

Forbes-ის ცნობით, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ნაომი ოსაკამ ჯილდოების სახით რეკორდული თანხა - 37.4 მილიონი დოლარი მიიღო. ეს 1.5 მილიონი დოლარით აღემატება სერენა უილიამსის მიერ მიღებულ ანაზღაურებას.

ჟურნალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში ნაომი ოსაკა 29-ე ადგილს იკავებს, ამავე სიაში კი, სერენა უილიამსი 33-ე ადგილზეა. 2016 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიაში ორი ქალი სპორტსმენი მოხვდა. ჟურნალი სრულ სიას მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.

ნაომი ოსაკას კარიერის განმავლობაში ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. 2018 წელს მან ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა, 2019 წელს, კი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები