კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19-ით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 37

imedinews

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას "რესი" ავრცელებს

მათი ინფორმაციით, ერთი ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, მეორე კი ქალი, რომელიც რუსეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. 

ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალში COVID-19 37 ადამიანს აქვს დადასტურებული. "რესის" ცნობით, რეგიონში 30 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც არიან. კარანტინში 149 ადამიანია, კორონავირუსზე ტესტი, მედიის ინფორმაციით, 1 200-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. 

"რესის" ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში 25 მაისიდან კაფეების, რესტორნების, ბავშვთა გასართობი ცენტრების, ბიბლიოთეკების, სასტუმროებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება იგეგმება. 

ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის შეფასება წაიკითხეთ აქ.

კომენტარები