ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაცია ტაბულას ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დაუდასტურა. 

ჭკადუას თქმით, ბასილაშვილმა გირაო, 100 000 ლარი, დაახლოებით 3 საათის წინ გადაიხადა. 

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის გამო 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს, 24 იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.   

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ბასილაშილის სახლში მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანად მივიდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად ბავშვის თანდასწრებით გაუსწორდა, კონფლიქტში ჩაერია ბასილაშვილის მამაც და მას "რაღაც იარაღით" გაეკიდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, "ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს. 

კომენტარები