კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  

კლინიკის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი 16 ადამიანია მოთავსებული.  

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 17 პაციენტია მოთავსებული, მათგან COVID-19 9-ს აქვს დადასტურებული.

25 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 731 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, 12 კი - გარდაიცვალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები