შემოსავლები

საქსტატი: 2019 წელს ერთ სულზე საშუალო თვიური შემოსავალი 336.1 ლარს შეადგენდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ცხოვრების დონის მაჩვენებლები, შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საშუალო თვიური შემოსავლის მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ერთ სულზე კი 336.1 ლარს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, ქალაქის ტიპის დასახლებებში შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა 781.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი 470.2 მილიონს.

საქართველოს მოსახლეობის თვიური ხარჯები 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 4.8%-ით გაიზარდა და ჯამში საშუალოდ 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 1 146.1 ლარს შეადგენდა, ერთ სულზე კი 327.7 ლარს.

კომენტარები