თაღლითობა

POG: საზღვარგარეთ მუშაობის მსურველებისთვის ფულის გამოტყუებისთვის კაცს 6 წელი მიესაჯა

0 კომენტარი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, ო.გ-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი თერთმეტი პირი დაარწმუნეს, თითქოსდა შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ, ხოლო ადგილზე ჩასვლისას სამსახურით უზრუნველყოფდნენ.

მათივე ინფორმაციით, ნდობის მოპოვების მიზნით ო.გ.-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულებს განუცხადეს, რომ ო.გ., რომელიც მათ "გიორგის" სახელით გაეცნო, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და როგორც სახელმწიფო სპეცსამსახურის თანამშრომელი პირადად იძლეოდა გარანტიას, რომ საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფდა.

დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდგომ, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით -12 800.66 ლარს.

სამართალდამცველებმა ო.გ. 2020 წლის 29 იანვარს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები