2020 წელს გარდაცვლილები

22 წლის ასაკში იაპონელი რესლერი ჰანა კიმურა გარდაიცვალა

Essentially Sports

22 წლის ასაკში იაპონელი რესლერი ჰანა კიმურა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

კიმურა Stardom Wrestling-ის პროფესიონალი რესლერი იყო. იღებდა მონაწილეობას რეალითი შოუში Terrace House: Tokyo 2019–2020, რომელიც სტრიმინგ სერვისზე Netflix გადიოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სხვა მონაწილესთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც სოციალურ ქსელებში კიბერბულინგის მსხვერპლი გახდა.

23 მაისს გარდაცვლილი კიმურას სხეული სახლში დედამ აღმოაჩინა. ერთი საათით ადრე რესლერმა სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა:

"ყოველდღიურად საკუთარ თავზე ასობით აზრის გაგება მიწევს. ძალიან მტკივნეულია. ეს იყო სიცოცხლე, რომელშიც მინდოდა ყველას ვყვარებოდი. მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერდა. აღარ მინდა ვიყო ადამიანი. მშვიდობით." 

კიმურას გარდაცვალების შემდეგ Netflix-მა რეალითი შოუს გამოშვება შეწყვიტა.

კომენტარები