ტურიზმი

მეზვრიშვილი: სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ კრიტრიუმებს

შსს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შიდა ტურიზმისა გასახსნელად და ასევე უცხო ტურისტების მისაღებად სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მეზვრიშვილის ამბობს, რომ პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც.

"ეს შეეხება სასტუმროებს, გიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ტურისტების გადაადგილება. სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაშია შესული და ყველას მივაწვდით დეტალურ გაიდლაინებს, დეტალურ რეკომენდაციას", - ამბობს მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია იცვლება იმ სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ.

"როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამბობს მეზვრიშვილი.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საქართველოში საგანგები მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, თუმცა ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება. გაჩერებულია საერთაშორისო ფრენები, ასევე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები