რუსეთი

პუტინს რუსეთის სკოლებში პატრიოტიზმის და ომის ისტორიის გაკვეთილების დამატება სურს

ვლადიმირ პუტინი
Reuters

ვლადიმირ პუტინმა გამოსცა კანონი, რომლითაც რუსეთის საგანმანათლებლო კანონებსი პატრიოტიზმის და ომის ისტორიის სწავლება დაემატება.

ცვლილების მიზანი კი ასეა ახსნილი: "რათა გაიზარდოს პატრიოტული და მოქალაქეობრივი შეგრძნება, სამშობლოს დამცველების ხსოვნის და სამშობლოს გმირების მიღწევები პატივისცემა".

კანონს მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის ორივე პალატამ, შემდეგ კი მას ხელს თავად პუტინი მოაწერს და ძალაში შევა.

ეს ინიციატივა ამ მიმართულებით პირველი არ არის. პუტინმა 2015 წელს ჩამოაყალიბა სამხედრო-პატრიოტული ახალგაზრდული მოძრაობა, ხოლოდ 2018 წელს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პატრიოტული დირექტორატი შექმნა. გასულ წელს ქვეყნის უშიშროებამ ნასამართლევი არასრულწლოვნები მსგავს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკებში გაგზავნა, ხოლო სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სკოლების დამამთავრებელი კლასებიდან მოსწავლეებს მოსკოვთან ახლოს, სამხედრო თემატიკის პარკში ყოველწლიურ საგანმანათლებლო ბანაკებში წაიყვანდნენ.

მიმდინარე თვეს გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის პუტინის მიერ გასული წლის სექტემბერში მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთი გამორჩეული ცივილიზაციაა და გენეტიკური და სხვა მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით სჭირდება დაცვა. პუტინის მიერ ნახსენებ ტექნოლოგიებში, ზებგერით რაკეტებსა და უპილოტო მოწყობილობებს შორის არის ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური კვლევები.

კომენტარები