კორონავირუსი საქართველოში

მამა ანდრია: სასულიერო პირების ანტივაქსერული ქადაგებები ანტიდასავლური კამპანიაც არის

მღვდელომონაზონი ანდრია სარიას თქმით, რიგი სასულიერო პირების მხრიდან ანტივაქსერული ქადაგებები ანტიდასავლური კამპანიის ნაწილიც არის - ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში სტუმრობის დროს ისაუბრა.

მამა ანდრია სარიას თქმით, ანტივაქსერულ განცხადებების მიზეზი ერთის მხრივ უცოდინრობა, ხოლო ამავე დროს მიზანმიმართული კამპანიაა.

"როდესაც ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას და რაღაცას სექტანტურად ამტკიცებს, ეს არის მიზამიმართული პროპაგანდრა ცოდნის წინააღმდეგ", - თქვა მან.

წამყვანა მამა ანდრია სარიას კითხა, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მსგავსი განცხადებების გაკეთებას.

"სარგებელი აქვს ის ნაწილი, რომლებიც მათზე იყო დაქვემდებარებული და ასე ვთქვათ, ასაზრდოებდნენ, რომ მხოლოდ ღმერთი გადაგვარჩენს და არანაირი ვაქცინა ჩვენ არ გვჭირდება და სულიწმინდის მადლი არის მომფენელი და მოქმედი ჩვენში.

კი ბატონო ღმერთი გვწყალობს, მაგრამ ღმერთმა იგივე სამედიცინო მიმართლებით მოგვცა უამრავი აუცილებლობა. მაშინ, როდესაც ატკივდებათ თავი ნაკურთხი წყალი დალიონ მხოლოდ და ამის იქით არ წავიდნენ, როდესაც ოპერაცია ექნებათ გასაკეთებლი, დარჩნენ სახლში და თვითონ უმკურნალონ საკუთარ თავს", - თქვა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანტივაქსერული განცხადებებით გამორჩეული სასულიერო პირები რუსეთს ხოტბას ასხამენ, ის ქვეყანაც კი აწარმოებს ვაქცინაციას.

"სასულიერი პირები როდესაც ამას ქადაგებენ, მე ვფიქრობ რომ ეს ანტიდასავლური კამპანიაც არის. ბოლო პერიოდში რუსულ ინფორმაციულ ველს რასაც ვაკვირდები, ძალიან დიდი დოზით არის ანტივაქსერული კამპანია იქაც. თუმცა, თვითონ აწარმოებენ ამავე დროს, საინტერესო ის ფაქტია, რომ თვითონ ატარებენ კამპანიას, მაგრამ ამავე დროს, თვითონაც მუშაობენ ვაქცინაზე. ხოტბას ვისაც ასხამენ ესენი, ის ქვეყანაც კი აწარმოებს ვაქციანაციას", - თქვა მან.

ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ჯერ არ შექმინილი ვაქცინის წინააღმდეგ რამდენიმე სასულიერო პირმა ისაუბრა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე ამბობდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს ჩაერთვებიან თუ არა სასულიერო პირების კორონავურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, საბა გიგაბერია ამტკიცებდა, რომ ვირუსის ვაქცინა იარაღი იქნება ეშმაკისთვის ადამიანების დასამორჩილებლად.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელის თქმით, კი ის მხარს დაუჭერს ისეთი ვაქცინის შექმნას, რომლის გაკეთების შემდეგ ყველა მართლამადიდებელი გახდება.

კომენტარები