ელექტროენერგიის შეწყვეტა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი 

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, პეტრიწის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, კაკი ბაქრაძის, ივანე სარიშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ყუშიტაშვილის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, გურამ ნიჟარაძის, ეგრისის და ტარიელ გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.  

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის, ბურძგლას, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის და ტოგო გუდავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ნაძალადევის რაიონი 

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

ისნის რაიონი 

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები