ინდიანა ჯონსი

ახალ ინდიანა ჯონსს ჯეიმს მანგოლდი გადაიღებს

Deadline

ახალი ინდიანა ჯონსის პროდიუსერმა ფრენკ მარშალმა მომავალი ფილმის რეჟისორად ჯეიმს მანგოლდი დაასახელა. 

ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილი სტივენ სპილბერგს უნდა გადაეღო, თუმცა ლეგენდარულმა რეჟისორმა პროექტი წლის დასაწყისში დატოვა.

მანგოლდს არაერთი წარმატებული ფილმი, მათ შორის Girl Interrupted, Logan და Ford vs Ferrari აქვს გადაღებული.

"მანგოლდი ინდიანა ჯონსის ფრენჩაიზის დიდი თაყვანისმცემელი და შესანიშნავი რეჟისორია. მან საერთო ენა გამონახა ჰარისონ ფორდთან,"-ამბობს მარშალი რეჟისორზე.

მომავალი ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე უცნობია. საკულტო როლს დაუბრუნდება ჰარისონ ფორდი, სპილბერგი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერის პოსტს დაიკავებს.

კომენტარები