26 მაისი

ვილნიუსის 2 ისტორიული ხიდი, კაუნასის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

0 კომენტარი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ქალაქ კაუნასში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა "რატუშე".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 26 მაისს, ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და 16:10 წუთზე (საქართველოს დროით 17:10 - 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები