26 მაისი

"გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - ისრაელის ელჩი ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს [VIDEO]

Israel in Georgia/კადრი ვიდეოდან

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, ქართველ ხალხს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

"1918 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ეს იყო დიდი ისტორიული მონაპოვარი. დაარსების პირველივე დღიდან საქართველოს რესპუბლიკამ გამოამჟღავნა მისი ერთგულება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი, თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი. მან ეს გააკეთა ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაზე უფრო ადრე, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის სიამაყის საფუძველია: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!", - ამბობს რან გიდორი. 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 

კომენტარები