ავიაკომპანიები

Lufthansa-ს €9 მილიარდიან სამთავრობო დახმარებას Ryanair გაასაჩივრებს

0 კომენტარი
ფოტო: ryanair.com

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი გეგმავს, გაასაჩივროს გერმანიის მთავრობის გეგმა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ავიაკომპანია Lufthansa-ს 9 მილიარდი ევროთი დაეხმარება.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ო'ლირის თქმით, დახმარების შედეგად Lufthansa ბილეთებს ღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდის და კონკურენტებთან შედარებით უსამართლო უპირატესობას მოიპოვებს.

"Ryanair გაასაჩივრებს Lufthansa-სთვის უკანონო სახელმწიფო დახმარების უკანასკნელ მაგალითს, რომელიც მნიშვნელოვნად ავნებს კონკურენციას", - აცხადებს ის.

ფულადი დახმარების შედეგად გერმანიის მთავრობა Lufthansa-ს 20%-იან წილს მიიღებს, იმ შესაძლებლობით, რომ სამომავლოდ კიდევ 5%-ის დამატებას შეძლებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ წილების არასასურველი გასხვისება დაბლოკოს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, როცა კომპანია კვლავ ფეხზე დადგება, მთავრობა თავის წილებს გაყიდის.

შეთანხმებას ევროკომისიისა და Lufthansa-ს მეწილეების საბოლოო თანხმობა დასჭირდება. გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელში გეგმას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ანგელა მერკელი დათმობას არ აპირებს.

იმ პირობებში, როცა Air France-მა საფრანგეთის მთავრობისგან 7 მილიარდიან ევროიანი სესხი მიიღო, Alitalia-ს ნაციონალიზება კი 3 მილიარდ ევროდ მოხდა, Lufthansa-ს დახმარების პაკეტი ყველაზე მსხვილია ევროპულ ავიაკომპანიებს შორის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები