26 მაისი

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/watch?v=662725884305290","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

საქართველოში ნორვეგიის ელჩი ელენე სანდ ანდრესენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩმა სპეციალური ვიდეო გაავრცელა და 26 მაისი ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობასა და ქართველ ხალხს მიულოცა. 

მისი თქმით, ნორვეგია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ასევე, პოლიტიკურ არჩევანს, გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. 

"პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. დღეს უკვე ნათელია, განვითარების რომელი გზა აირჩიეთ თქვენ",- ამბობს ელჩი. 

ელჩის თქმით, ოქტომბერში სამართლიანი არჩევნების იმედი აქვს. მან ქართველ ეპიდემიოლოგებს, ექიმებს და ხალხს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ნორვეგია საერთო მიზნების მიღწევაშიც საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ", - თქვა ელჩმა. 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი და რუსეთის იმპერსიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 

კომენტარები