უკრაინა

წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით უკრაინაში 2 სამართალდამცველი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: https://thebabel.com.ua/

წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით, უკრაინაში ორი სამართალდამცველი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კიევთან მდებარე პატარა დასახლება კაგარლიკის რაიონულ განყოფილებაში მოხდა. 

საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, 24 მაისის ღამეს, ერთერთმა პოლიციელმა კაბინეტში ხელბორკილები დაადო ქალს, რომელიც განყოფილებაში დასაკითხად იყო დაბარებული. მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა ქალს აირწინაღი გაუკეთა, მის თავთან იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და ქალი გააუპატიურა. 

გამოძიების ცნობით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ კაცსაც, რომელიც იმ დროს შენობაში იმყოფებოდა. მათ კაცი დააჩოქეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. შედეგად, კაცმა მრავლობითი დაზიანება მიიღო. გატეხილი აქვს ნეკნები და ცხვირი. 

მომხდარის გამო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, კაგარლიკის რაიონული განყოფილებიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები