საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერი არ უნდა ჩაირთოს, ფანჯრები უნდა იყოს ღია

თბილისის მერია

თბილისის მერის თქმით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა დაუშვებელი იქნება, ფანჯრების გაღება კი - აუცილებელი.

ასევე, ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. კალაძემ ამ საკითხის გაკონტროლება მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს დაავალა.

"მგზავრები საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ უნდა ავიდნენ, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ასევე, უნდა გაფრთხილდეს ჩვენი ავტობუსის მძღოლები, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია და ნიავდებოდეს", - თქვა მან.

29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება.

1-ლი ივნისიდან გაიხსნება კი გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. ასევე ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც.

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები.

8 ივნისიდან იხსნება სასტუმროებიც. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

კომენტარები